დისკუსია რუსულ საფრთხეებზე

საქართველოს, უკრაინის, მოლდოვას და პოლონეთის პარლამენტის თავმჯდომარეებმა ვაშინგტონში რუსულ საფრთხეებზე ისაუბრეს.

დისკუსია „რუსული რევანშიზმის” სახელით, ამერიკის საგარეო პოლიტიკის საბჭოს მიერ იყო ორგანიზებული. საკუთარ გამოსვლაში ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ საქართველოსთვის რუსეთის მიერ სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა უდიდესი პრობლემაა.

პარლამენტის სპიკერის თქმით, ის რაც საქართველოში ხდება, გაყინული კონფლიქტი არ არის, რადგან საოკუპაციო რეჟიმის მიერ საქართველოს მოქალაქეების გატაცება ყოველდღიურობად იქცა და მას მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის სიკვდილი მოაქვს.