„ფსიქიკური ჯანდაცვის სერვისების განვითარების ძირითადი მიმართულებები და სამომავლო ხედვა“,- ამ წუთებში, მრგვალი მაგიდის ფორმატში, ფსიქიკური ჯანდაცვის გამოწვევებზე, 2018 წლის შედეგებსა და 2019 წლის პერსპექტივებზე მსჯელობენ.
შეხვედრა მიზნად ისახავს, 2018 წლის ფსიქიკური ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამის მომსახურების სერვისების, პრიორიტეტებისა და საჭიროებების შეფასებას.
დარგის სპეციალისტები ექსპერტებთან ერთად მსჯელობენ ახალი საკანონმდებლო რეგულაციების შესახებაც.