ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე ფინანსების ხელმისაწვდომობაზე ისაუბრეს.
ღონისძიებას სტუმრის სტატუსით ეროვნული ბანკის, ფინანსთა სამინისტროს და საქართველოს ბანკების ასოციაციის წარმომადგენლები და ბიზნესმენები დაესწრნენ.
შეხვედრაზე განიხილეს მთავრობის და კომერციული ბანკების როლი ბიზნესის მხარდაჭერის ჭრილში. ასევე ისაუბრეს მთავრობის მიერ მიღებულ ახალ რეგულაციებსა და ეკონომიკის მინისტრის გაჟღერებულ ახალ რეფორმაზე, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტების საგარანტიო მექანიზმებზე.