საქართველოში მოახლოებული საპარლამენტო არჩევნები და საარჩევნო გარემო საერთაშორისო საზოგადოების განსაკუთრებული დაკვირვების ქვეშაა.
ამჯერად ქვეყანა მორიგ გზავნილს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტიდან იღებს, სადაც არჩევნების განსაკუთრებული მნიშვნელობაა ხაზგასმული. განცხადების ავტორი სამოქალაქო საზოგადოებრივ ორგანიზაციებს სიტუაციის კონტროლისკენ, შინაგან საქმეთა სამინისტროს კი ყველა დარღვევაზე რეაგირებისკენ მოუწოდებს. სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი პარტიების ლიდერებს სთხოვს, ამომრჩევლებთან ძალადობის პრევენციაზე იმუშაონ და მოქალაქეებისთვის საკუთარი პროგრამული ხედვების გაცნობაზე კონცენტრირდნენ.