დღეს დიპლომატის დღეა. საქართველოს დიპლომატიური კორპუსის წევრებს პროფესიულ დღეს ულოცავს პრემიერ-მინისტრი. ირაკლი კობახიძე წერს: „გილოცავთ დიპლომატის დღეს! ჩვენი სახელმწიფოს ეროვნული მიზნების რეალიზებაში თითოეული დიპლომატის შრომას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. მადლობას გიხდით გაწეული საქმიანობისთვის, პროფესიონალიზმისა და პატრიოტიზმისთვის და გისურვებთ წარმატებებს თქვენს საპასუხისმგებლო საქმიანობაში.“- ნათქვამია პრემიერ-მინისტრის მილოცვაში.