გავრცელებული ინფორმაციით, დონალდ ტრამპთან გამართული წარუმატებელი სამიტის შემდეგ, ჩრდილოკორეელი ხუთი დიპლომატი სიკვდილით დასაჯეს. ბრძანება კიმ ჩენ ინმა გასცა.
საუბარია საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებზე, რომლებიც სამიტამდე ამერიკულ მხარესთან მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ. დახვრეტის შესახებ ინფორმაციის გავრცელების პარალელურად, ქვეყნის მმართველი კომუნისტური პარტიის ბეჭდვითმა ორგანომ წერილი გამოაქვეყნა, სადაც ქვეყნის მოღალატეებზე და მათ ანტიპარტიულ და ანტირევოლუციურ ქმედებებზეა საუბარი. სამხრეთკორეული მედიის ცნობით, კომუნისტური პარტიის გაზეთმა ბოლოს მსგავსი შინაარსის წერილი 2013 წელს გამოაქვეყნა. მაშინ სიკვდილით კიმ ჩენ ინის ბიძა დასაჯეს.