„ნაციონალური მოძრაობა“ პრეზიდენტის მრჩევლად თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში დიმიტრი ლეჟავას დანიშვნის ფაქტს ეხმაურება. საგანგებო პრესკონფერენციაზე პარტიის წევრმა დიმიტრი შაშკინმა ლეჟავას წარსულ საქმიანობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის ამ დრომდე რუსული კაგებე-ს თანამშრომელია. შაშკინი პოსტზე ლეჟავას დანიშვნას დაუშვებლად მიიჩნევს და ლუსტრაციის კანონის მიღების აუცილებლობაზე საუბრობს.