განათლების ყოფილი მინისტრის დიმიტრი შაშკინის განცხადებით, ყოველწლიურად იზრდება იმ სტუდენტების რაოდენობა, რომლებსაც ფინანსური პრობლემების გამო, სტატუსი შეუჩერეს. შაშკინი აღნიშნავს, რომ განათლების სამინისტროდან ოფიციალური დოკუმენტაცია გამოითხოვა, რომლის მიხედვით, დღეის მდგომარეობით, სტუდენტური სტატუსი სულ 54 000 პირს აქვს შეჩერებული, აქედან 17 ათასს, სწორედ ფინანსური პრობლემა აქვს მითითებული.
“ნაციონალური მოძრაობა” სამინისტროს მიმართავს და მოუწოდებს, რომ ე. წ. უფასო ფაკულტეტების დაფინანსების ნაცვლად, თანხა სტუდენტების ხელშეწყობისთვის დახარჯოს. საპასუხო კომენტარის გაკეთებას, უწყება მოგვიანებით, დღის მეორე ნახევარში გეგმავს.