ძალოსანი თათია ლორთქიფანიძე საქართველოს ქალ ძალოსანთა ნაკრების მწვრთნელს, თემურ ჯანჯღავას ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ძალადობდაში ადანაშაულებს.
სპორტსმენის თქმით, მწვრთნელმა მას ორსულობა დააბრალა, რის გამოც მასთან თანამშრომლობაზე უარი განაცხადა, აგრესიას კი სპორტსმენის მიმართ სხვა ფორმებითაც გამოხატავდა.
საკითხზე განცხადება სპორტსმენის მამამ და პირადმა მწვრთნელმაც გააკეთეს. დიმიტრი ლორთქიფანიძის განცხადებით, მისი შვილის მიმართ ადგილი ჰქონდა დისკრიმინაციას, როგორც პირადად ჯანჯღავას, ასევე მამაკაცთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის, გია ასანიძის მხრიდან.
გავრცელებული ხმები თითქოსდა სპორტსმენი მოიხმარდა დოპინგს, კატეგორიულად უარყო მისმა პირადმა მწვრთნელმა. გელა მახარაშვილი ყველაფერს ფედერაციის ხელმძღვანელობასთან არსებულ უთანხმოებას უკავშირებს.
დიმიტრი ლორთქიფანიძის განცხადებით, მომხდარის შესახებ უკვე ინფორმირებულია სახალხო დამცველი. 14 აპრილიდან კი, – მას შემდეგ რაც ბათუმში ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატი დასრულდება, – ოჯახი ჯანჯღავასა და ძალოსნობის ფედერაციის ხელმძღვანელობის წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებს.
ძალონსობის ფედერაციაში საკითხზე კომენტარს ამ ეტაპზე არ აკეთებენ . პოზიციის დაფიქსირებას ფედერაცია ევროპის ჩემპიონატის დასრულებამდე არ გეგმავს.