გურიაში დიდთოვლობით გამოწვეული პრობლემების აღმოფხვრას ცდილობენ.
რეგიონში ინტენსიური თოვა უკვე მესამე დღეა გრძელდება. თოვლის საფარი რიგ ადგილებში ერთ მეტრს აჭარბებს. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სურებში დაზიანდა ელექტრო გადამცემი ხაზები. ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენის მიზნით დაზიანებულ მონაკვეთებზე „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ტექნიკური ბრიგადები მუშაობენ. თოვლის სახით მოსული უხვი ნალექის გამო პრობლემურია რამდენიმე სოფლის შიდა გზების გაწმენდა.