დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობაა.
ინტენსიურად თოვს აჭარის მთიან ზონაში. მაღალმთიან სოფლებში თოვლის საფარმა უკვე ორ მეტრსაც კი გადააჭარბა. გზების ნაწილზე დაწესებულია გადაადგილების სპეციალური რეჟიმები. მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.