მსოფლიოს ყურადღება დიდი ბრიტანეთისკენაა მიმართული – კორნოულის საგრაფოში დიდი შვიდეულის სამიტი გაიხსნა.
ამერიკის, ინგლისის, გერმანიის, საფრანგეთის, იტალიის, იაპონიის, კანადის და ევროკავშირის ლიდერები მრგვალ მაგიდასთან ერთმანეთის პირისპირ განიხილავენ იმ მძიმე რეალობას, რომელშიც მსოფლიო „კოვიდ-19“-ის პანდემიის გამო აღმოჩნდა. ერთ-ერთი მთავარი სასაუბრო თემა ვაქცინების თანაბრად გადანაწილებაა, რაც პანდემიის დასრულების მთავარ პირობად სახელდება. დღის წესრიგშია დიდი რვიანის ფორმატიდან შვიდი წლის წინ გარიცხული რუსეთი და მისგან მომდინარე საფრთხეებიც.
წინ ჯო ბაიდენის და ვლადიმერ პუტინის შეხვედრაა.