„დიდი შვიდეულის“ სამიტი

უკრაინის წინააღმდეგ ომის გამო რუსეთის მიმართ სანქციები გამკაცრდება – ეს არის „დიდი შვიდეულის“ სამიტის ერთ-ერთი მთავარი შეთანხმება.

იაპონიაში შეკრებილმა ლიდერებმა მოსკოვს უკრაინიდან საკუთარი ჯარების გაყვანისკენ მოუწოდეს, კიევს კი მხარდაჭერის გაგრძელების პირობა მისცეს. რუსეთის აგრესიასთან ერთად ქალაქ ჰიროსიმაში მიმდინარე სამიტის კიდევ ერთი მთავარი თემა ჩინეთთან სამომავლო ურთიერთობაა, რაზეც ევროპელ ლიდერებს განსხვავებული მიდგომები და პოზიციები აქვთ.