ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით საქონლის უაქციზოდ შენახვის ფაქტი გამოავლინა. დაკავებულია ოთხი პირი.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, გორის რაიონში მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელ სახლში, შემდგომი რეალიზაციის მიზნით, ინახავდნენ განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტს.
ჯამში ამოღებულია 28 556 ლარის ღირებულების 6 490 კოლოფი უაქციზო სიგარეტი. დანაშაული ითვალისწინებს 6-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.