გამოვლენილია უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის ფაქტები

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის  ორი ფაქტი გამოავლინა. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებული უაქციზო სიგარეტის საერთო საბაზრო ღირებულება 7 000 ლარს აღემატება. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.  დანაშაული 2-დან 4 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.