უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის ოთხი ფაქტი გამოვლინდა

 ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის ოთხი ფაქტი გამოავლინა.

თბილისსა და სამეგრელოს რეგიონში, დანაშაულში მხილებული პირების საცხოვრებელი სახლიდან და სატრანსპორტო საშუალებებიდან ამოიღეს სარეალიზაციოდ განკუთვნილი დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტი და ე.წ. ელექტრო სიგარეტისთვის განკუთვნილი თამბაქოს ნაწარმი.

საერთო საბაზრო ღირებულება 20 000 ლარს აღემატება.

სასჯელი ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6-წლამდე ვადით.