დაკავება უაქციზო საქონლის შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის ფაქტზე

დაკავება დიდი ოდენობით უაქციზო საქონლის შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის ფაქტზე. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ოთხი ფაქტი გამოავლინა და 3 პირი აიყვანა. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,  დადგინდა, რომ  სამ შემთხვევაში, სამეგრელო-ზემო სვანეთის  რეგიონში,  ბრალდებულები, შემდგომი რეალიზების მიზნით, სხვადასხვა დასახელების, საერთო ჯამში  4 360 კოლოფი უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვას ახდენდნენ.

მეოთხე ფაქტი კი ქვემო ქართლის რეგიონში გამოვლინდა, სადაც ამოღებულია სარეალიზაციოდ გამზადებული 2 500 კოლოფი უაქციზო სიგარეტი. სასჯელი ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით.