დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის მოწოდება ცეცხლის შეწყვეტისკენ

დიდი ბრიტანეთი და გერმანია ისრაელ-„ჰამასის“ ომში ცეცხლის შეწყვეტაზე მიუთითებენ. თუმცა, გერმანიის პირველი დიპლომატი და გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი აღნიშნავენ, რომ ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას არ ითხოვენ, რადგან ისრაელი იძულებულია თავი დაიცვას. „ჰამასი“ ბარბაროსულად დაესხა თავს ისრაელს და დღესაც ახორციელებენ თავდასხმებს ისრაელის მოქალაქეების მოსაკლავად. „ჰამასმა“ უნდა დაყაროს იარაღი, „ღაზაში ჰამასის ხელისუფლებაში დატოვება იქნება მუდმივი დაბრკოლება ორი სახელმწიფოს გადაწყვეტის გზაზე“ – აცხადებენ მინისტრები.