დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილება

24-საათიანი ულტიმატუმის ვადა ამოიწურა: რუსეთის დაზვერვის ყოფილი თანამშრომლის მოწამვლის საქმეზე ლონდონმა მოსკოვიდან პასუხი ვერ მიიღო. რუსეთსა და დიდ ბრიტანეთს შორის ურთიერთობა უკიდურესად იძაბება. ოფიციალური ლონდონი რუსეთის ელჩს და დიპლომატებს აძევებს, ყინავს ფინანსურ აქტივებს და აუქმებს სერგეი ლავროვის ვიზიტს.

დიდი ბრიტანეთის პრემიერის მიერ კრემლის მისამართით გაკეთებულ მწვავე განცხადებებში კი საქართველოც ხვდება. 66 წლის სერგეი სკრიპალი შვილთან ერთად ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება.

ლონდონში დარწმუნებულები არიან, რომ რუსეთის მიერ სამშობლოს ღალატში ბრალდებული პოლკოვნიკის მოწამვლის კვალი მოსკოვამდე მიდის.