დიდ დიღომში მომხდარ აფეთქებაზე გამოძიება მიმდინარეობს

თბილისში, დიდ დიღომში მომხდარ ტრაგედიაზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ 240-ე მუხლით დაიწყო, რაც მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

საქმესთან დაკავშირებით გვიან ღამემდე კითხავდნენ „ყაზტრანსგაზ თბილისის“ წარმომადგნელებს.