დიდ დიღომში მდებარე კორპუსში, სადაც აფეთქება მოხდა, მოსახლეობა ჯერ ვერ შედის
დიდ დიღომში მდებარე კორპუსში, სადაც აფეთქება მოხდა, მოსახლეობა ჯერ ვერ შედის. ამ დრომდე მზად არ არის სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა, რის შედეგად სარეაბილიტაციო სამუშაოები უნდა დაიწყოს.
დაზარალებული მოსახლეობა სასტუმროებშია გადანაწილებული. ვაკო ორმოცაძე გვეტყვის, რა ხდება ამ წუთებში ადგილზე, ტარდება თუ არა რაიმე სახის სამუშაოები.