თბილისში, დიდ დიღომში ბუნებრივი აირის აფეთქებამდე, ტრაგედიის ადგილზე, სავარაუდოდ, გამოძახებული იყო „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ საავარიო სამსახური.
კორპუსის მობინადრეები გაზის მკვეთრ სუნს მთელი დღის განმავლობაში გრძნობდნენ, თუმცა შემოწმების შემდეგ გაზგამანაწილებელი კომპანიის თანამშრომლებმა ადგილობრივებს უთხრეს, რომ პრობლემის იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა, რის შემდეგაც მათ ტერიტორია დატოვეს. მალევე მოხდა აფეთქებაც, რომელსაც ოთხი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ აღნიშნულ თანამშრომლებს დღეს პოლიცია კითხავს.
თემის დეტალები „მოამბეში“.