„ძლიერი დიასპორა ერთიანი საქართველოსთვის“ – დიასპორის დღესთან დაკავშირებული ფორუმი გრძელდება. დღევანდელი დღე თემატურ შეხვედრებს ეთმობა, რომელშიც საზღვარგარეთ მოქმედი დიასპორული ორგანიზაციები და უცხოეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები არიან ჩართულები. თემატური შეხვედრები განათლებას, კულტურას, ბიზნეს კავშირების განვითარებასა და სახალხო დიპლომატიას ეთმობა.
ფორუმზე განიხილავენ სამშვიდობო ინიციატივას – „ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ“.