მიუხედავად დიპლომატების თანდასწრებით გამართული დიალოგისა, ოპოზიცია ამბობს, რომ დათმობაზე წასვლას არ აპირებს და მათთვის მისაღები მხოლოდ ხელახალი არჩევნების დანიშვნა იქნება. უმრავლესობა ოპოზიციის ამ ხისტი დამოკიდებულების ფონზე მოლაპარაკების შესაძლებლობას ისევ ხედავს.