დიალოგის პროცესი და ოპოზიციის სტრატეგია 

ოპოზიციამ ვადის ათვლა დაიწყო.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მედიაციით მოლაპარაკებათა მაგიდასთან დასახელებულ თემებზე კონსენსუსის მიღწევას ოპონენტები 16 მარტამდე ელოდებიან. ეს ის დროა, როცა ბრიუსელში პრემიერის ხელმძღვანელობით ქართული დელეგაცია უნდა ჩავიდეს. თუმცა ის, რასაც ოპოზიციური პარტიები ექვსპუნქტიან ჩარჩო-დოკუმენტად აცხადებენ, ხელისუფლებისთვის მხოლოდ საკითხების ჩამონათვალია. ვადამდელი არჩევნების და მელია-რურუას გათავისუფლების გარეშე ოპოზიციური ერთობა მოლაპარაკების გაგრძელებას გამორიცხავს, დიალოგის პროცესის ხელშესაწყობად კი საკუთარ სტრატეგიაში ცვლილებები შეაქვს და 16 მარტამდე პროტესტის ფორმას ცვლის, ზოგიერთ აქციას კი დროებით აუქმებს.

სალომე ქოქიაშვილი არკვევდა, ვინ როგორ კითხულობს შარლ მიშელის მიერ სადისკუსიოდ დატოვებულ საკითხებს და რას ნიშნავს ვადამდელი არჩევნების პუნქტში ორაზროვანი ჩანაწერი.