დროის გასვლასთან ერთად ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგის გაგრძელების შანსი სულ უფრო მცირდება.
მხარეებს საარჩევნო სისტემის გარშემო კომპრომისის მისაღწევად დრო თვის ბოლომდე აქვთ. თუმცა ამ ეტაპზე არცერთი მხარე პოზიციის გადახედვას არ აპირებს. ოპოზიცია მოლაპარაკებათა მაგიდასთან დასაბრუნებლად რამდენიმე პირობას აყენებს. თავის მხრივ საკუთარ წინადადებას, ანუ საპარლამენტო მანდატების 100-50-ზე განაწილების შეთავაზებას კომპრომისად აცხადებს მმართველი გუნდი, რომელიც ახლა ოპონენტებისგან ელოდება დათმობას.
მაშინ როცა საერთაშორისო პარტნიორების მთავარი მოწოდება დაწყებული დიალოგის გაგრძელება და კონსენსუსის მიღწევაა, შეხვედრის მეხუთე რაუნდის გამართვა მაინც ეჭვქვეშ დგას.