საარჩევნო ცვლილებების განხორციელებისთვის სულ უფრო ცოტა დრო რჩება, თუმცა, ამ დრომდე გაურკვეველია, შედგება თუ არა მოლაპარაკების მეხუთე რაუნდი. ხელისუფლებასა და მათ ოპონენტებს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დიალოგისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებენ. საკუთარი მოთხოვნები აქვს ორივე მხარეს. მთავარი სადავო საკითხი პროპორციული და მაჟორიტარული წესით არჩეული დეპუტატების რაოდენობაა.
როგორია უმრავლესობისა და ოპოზიციის შეფასებები და ვიხილავთ თუ არა მხარეებს ისევ მოლაპარაკების მაგიდასთან. ნათია ქენქაძე მუშაობს თემაზე და საუბარს ახლა სწორედ ის განაგრძობს – გუშინ კიდევ ერთი არაფორმალური შეხვედრა შედგა გერმანიის ელჩთან, ხომ შეთანხმდნენ მხარეები კონკრეტულ საკითხებზე?