დიალოგი ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის

სავარაუდოდ, კვირის ბოლომდე გახდება ცნობილი, დაუბრუნდებიან თუ არა ხელისუფლება და მათი ოპონენტები მოლაპარაკების მაგიდას საარჩევნო სისტემის ცვლილებებზე მსჯელობისთვის. ოპოზიციის ნაწილი მათი თანამოაზრეების გათავისუფლებამდე დიალოგში ჩართვაზე უარს ამბობს.

უმრავლესობასთან სასაუბროდ მზად არიან ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსი“ და „სოციალ-დემოკრატების“ წევრები. ხელისუფლების შეთავაზება კი ისევ უცვლელია და 100/50 პრინციპს ითვალისწინებს. მმართველი გუნდი ოპონენტებს დიალოგისკენ მოუწოდებს და განმარტავს, რომ სხვა შემთხვევაში საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელება არჩევნებამდე ვეღარ მოესწრება.