როდის გაიმართება მოლაპარაკების მესამე რაუნდი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, ჯერჯერობით უცნობია. თუმცა, გამოკვეთილია თემა, რომელზეც მხარეებს მომდევნო შეხვედრაზე მოუწევთ საუბარი. ეს არის მრავალმანდატიანი ოლქების შემოღება, რომელიც უმრავლესობასა და მათ ოპონენტებს საერთაშორისო პარტნიორებმა შესთავაზეს.
კონსტიტუციასთან შეუსაბამობის არგუმენტით დაწუნებული, ე.წ. გერმანული მოდელისგან გასხვავებით, მმართველი გუნდი ახალი ინიციატივის განხილვისთვის მზადაა. წინადადება მისაღებია ოპოზიციისთვისაც.