დიალოგი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის

ამ დრომდე უცნობია გაგრძელდება თუ არა მოლაპარაკებები ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის. ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიციის ნაწილის განცხადებით, ხელისუფლებასთან შეთანხმების მიღწევის უცვლელ პირობად კვლავ ვადამდელი არჩევნები და პოლიტპატიმრების  გათავისუფლებაა. ცალკეული ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ „ქართულ ოცნებასთან“  მოლაპარაკებების მაგიდას მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის გათავისუფლების შემთხვევაში მიუსხდებიან. დისკუსიის აუცილებლობაზე საუბრობენ მმართველ პარტიაშიც, თუმცა, ხელახალი კენჭისყრის ჩატარებას უმრავლესობა არ განიხილავს.