შეთანხმდებიან თუ არა ხელისუფლება და ოპოზიცია საარჩევნო სისტემაზე.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდებს, საარჩევნო ბარიერთან დაკავშირებით გადაწყვეტილება თავად მიიღონ და ხელისუფლებას წარუდგინონ.
მმართველი გუნდის ოპონენტებში კი პოზიციები კვლავ შეუთანხმებელია, თუმცა ნაწილი დიალოგის გაგრძელების აუცილებლობაზე მიუთითებს.