გაიმართება თუ არა საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით დიალოგი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, კვლავ უცნობია.
მხარეები აცხადებენ, რომ შეთანხმების მისაღწევად ცოტა დრო არის დარჩენილი. ხელისუფლების ოპონენტების ნაწილი ბოლო მცდელობაზე მიუთითებს და არ გამორიცხავს, დიალოგი ისევ შედგეს.
ხელისუფლება იმედოვნებს, რომ ოპოზიცია პასუხისმგებლიან გადაწყვეტილებას მიიღებს და მმართველი გუნდის მიერ შეთავაზებულ კომპრომისულ წინადადებას დათანხმდება.