ჯერჯერობით ბოლომდე გარკვეული არ არის, წავა თუ არა ხელისუფლება ან ოპოზიცია დათმობაზე და გაგრძელდება თუ არა დიალოგი საარჩევნო სისტემაზე. ოპოზიციის გუშინდელ შეხვედრაზე ხელისუფლებისადმი გზავნილი ისევ პოლიტიკური ოპონენტების გათავისუფლებასა და სხვა ალტერნატიული წინადადების შეთავაზებას ეხებოდა. უმრავლესობა კი გადაწყვეტილებას არ ცვლის.