მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის თვის ბოლომდე უნდა გაიმართოს. მხარეები პოზიციებს არ ცვლიან. ხელისუფლების წინადადება არ შეცვლილა, 50 მაჟორიტარს პლუს პროპორციული სისტემით არჩეული 100 დეპუტატი, რაც მმართველი გუნდის ოპონენტებისთვის მიუღებელია.
აქციების გაგრძელებას აპირებს ოპოზიცია. სხვადასხვა პოლიტიკური ძალების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ პროტესტი მწვავე იქნება და იქამდე არ შეწყდება, სანამ ხელისუფლება დათმობაზე არ წავა.