ევროკავშირის მაღალჩინოსნის ვიზიტი დასრულებულია.
მძიმე ურთიერთბრალდებების და პოლიტიკური კრიზისის ფონზე ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ხელისუფლების და ოპოზიციის ერთ მაგიდასთან შეკრება მოახერხა. პოლიტიკაში კომპრომისების ხელოვნების ცოდნით ცნობილი შარლ მიშელი საქართველოდან ოპტიმისტური პროგნოზით წავიდა, მხარეებს კი მნიშვნელოვანი გზავნილები დაუტოვა – დიალოგი და ყველა ძალისხმევის გამოყენება კრიზისის სასწრაფოდ გადასაჭრელად. ორ კვირაში ბრიუსელში დაგეგმილი ასოცირების საბჭოს სხდომაზე მიშელი პროგრესს ელის იმ თემებზე, რომლებიც გუშინ მოლაპარაკებათა მაგიდასთან თითქმის ორი საათის განმავლობაში განიხილებოდა.
რა შეიცვალა ფასილიტაციის მედიაციით შეცვლით და მოლაპარაკების პროცესში ევროკავშირის მაღალჩინოსნის უშუალო ჩართვით – ოპოზიცია გუშინდელი დიალოგის შემდეგ ექვსპუნქტიან ჩარჩო-შეთანხმებაზე იწყებს საუბარს, ხელისუფლება კონკრეტულ პუნქტებზე შეთანხმებას უარყოფს.