დიაბეტის მსოფლიო დღე

ბოლო წლებში ქვეყანაში შაქრიანი დიაბეტის ახალი შემთხვევების რაოდენობამ მკვეთრად იმატა.

არაჯანსაღი კვება, ცხოვრების არასწორი წესი და ფიზიკური აქტივობების შემცირება ის მთავარი ფაქტორებია, რითიც ექიმები ქრონიკული დაავადების სტატისტიკის ზრდას ხსნიან. დღეს მსოფლიო დიაბეტის დღეს აღნიშნავს. სტატისტიკური მონაცემებით, მსოფლიოს მასშტაბით მოსახლეობის 6% დიაბეტითაა დაავადებული. საქართველოში პაციენტებისთვის რამდენიმე სახელმწიფო პროგრამა მოქმედებს. პროგრამები უფასო მედიკამენტებით უზრუნველყოფას და სპეციალური სერვისების უფასოდ მიწოდებას ითვალისწინებს.