საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ქრისტეს კვართს და მირონმდინარე სვეტს იხსენებს.
ისტორიულ ქალაქში დილიდან ხალხმრავლობა იყო. საზეიმო ღვთისმსახურებაზე დასასწრებად სვეტიცხოვლის ტაძარში მოქალაქეები სხვადასხვა რეგიონიდან შეიკრიბნენ.
მართლმადიდებელი ეკლესია სვეტიცხოვლობასთან ერთად დღეს მეფე მირიანსა და დედოფალ ნანას იხსენიებს. სწორედ მათ სახელს უკავშირდება ქართლის გაქრისტიანება. კოვიდ-პანდემიიდან გამომდინარე, უკვე მეორე წელია სვეტიცხოვლობა მცხეთაში მასშტაბური ღონისძიებების გარეშე აღინიშნება.