დღეს ოსკარის რიგით 90-ე დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართება.
საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, წელს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული კინომოვლენა ოსკარის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებულ სცენაზე ჩატარდება.
დიზაინერი დერეკ მაკლეინის გადაწყვეტილებით, სცენა სვაროვსკის 45 მილიონი ქვით იქნება მოპირკეთებული. შოუს მიმდინარე წელს ცნობილი ტელეწამყვანი ჯიმი კიმელი გაუძღვება.
ოსკარის დაჯილდოების ოთხსაათიანი პროგრამა პრიზების გადაცემის გარდა, სხვადასხვა პერფორმანსსა და მუსიკალურ ნომრებსაც მოიცავს.
საუკეთესო ფილმის ნომინაციას უორენ ბიტი და ფეი დანაუეი წარადგნენ. აღსანიშნავია, რომ ფილმის The Post 21-ე ისტორიული ნომინაცია ლეგენდარულმა მერილ სტრიპმა მიიღო.
ოსკარის 90-ე დაჯილდოების ცერემონიალი დოლბის თეატრში ჩატარდება.