ხალხმრავლობაა მცხეთის ქუჩებშიც. ქალაქის სტუმრები მცხეთობას აღნიშნავენ. სადღესასწაულო პროგრამა მრავალფეროვანია. დაგეგმილია სპორტული აქტივობები, მიმდინარეობს სანახაობრივი ღონისძიებები. ბავშვებისათვის კი გასართობი კუთხეები მოეწყო.
მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ საშემოდგომო ნობათი, რეგიონში წარმოებული პროდუქცია შეიძინონ.
ქალაქის ქუჩები ასევე მასპინძლობს ხელნაკეთი ნივთების გამოფენებსა და ექსპოზიციებს. დღესვე მცხეთის საპატიო მოქალაქეებს დააჯილდოებენ.
მოგვიანებით ღონისძიებებს კონცერტი დაასრულებს.