დღეს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა. თარიღთან დაკავშირებით, მრავალფეროვანი პროგრამა დედაქალაქთან ერთად, რეგიონებშიც დაიგეგმა. ბავშვთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ფესტივალი ნუცუბიძის სარაგბო ბაზაზეც გაიმართა. შეჯიბრებაში 10-წლამდელთა 15 გუნდის 200 მოთამაშე მონაწილეობს.
ფესტივალის გახსნას პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ესწრებოდა. მთავრობის მეთაურმა შეკრებილებს ბავშვთა საერთაშორისო დღე მიულოცა და საჩუქრები გადასცა.