დღეს, 22:00 საათზე "საქართველოს ვარსკვლავის“ ლაივშოუ პირველ არხზე

რამდენიმე წუთში, 22:00 საათზე „საქართველოს ვარსკვლავის მეორე ლაივშოუ დაიწყება. მონაწილეები ირაკლი ჩარკვიანის სიმღერებს შეასრულებენ. პირველი ლაივშოუს შედეგად, პროექტში რვა მონაწილე დარჩა, მაყურებლის გადაწყვეტილებით, კონკურსს ბესო ნემსაძე და მარიამ კახელიშვილი გამოეთიშნენ.

ხმის მიცემა მთელი კვირის განმავლობაში მაგთის, ჯეოსელისა და ბილაინის აბონენტებისთვის არის შესაძლებელი. ასევე, ყოველ 12 საათში ერთხელ, სრულიად უსასყიდლოა ხმის მიცემა ფეისბუქმესენჯერის საშუალებით „საქართველოს ვარსკვლავის“ ფეისბუქგვერდზე.

პროექტის გამარჯვებული მაისში, ისრაელში გაემგზავრება და “ევროვიზია 2019”-ზე საქართველოს წარადგენს.

მარიკა შალიკაშვილი იმყოფება თბილისის საკონცერტო დარბაზში.