დღეიდან ფუნქციონირებას აღადგენს ყველა ტიპის საცალო და საბითუმო სავაჭრო ობიექტი, რომელსაც ქუჩიდან იზოლირებული შესასვლელი აქვს. ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების თანახმად, მოქალაქე ვალდებული იქნება, მაღაზიაში ყოფნისას გამოიყენოს პირბადე, დაიცვას დისტანცია. რეგულაციების შემსუბუქება, ჯერჯერობით, მსხვილ სავაჭრო ცენტრებს, მოლებს, ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მაღაზიებს არ ეხება.