27 დაღუპული და 6 დაკარგული – შოვის ტრაგედიიდან მე-17 დღეს მაშველები უწყვეტ რეჟიმში ისევ განაგრძობენ სამძებრო სამუშაოებს. ძებნის არეალი მცირდება, თუმცა, ჯერ კიდევ დარჩენილია ტერიტორიის რამდენიმე საყურადღებო ფრაგმენტი, სადაც სამძებრო ოპერაციები მიმდინარეობს. მათ შორის სამუშაოები გრძელდება მდინარე ჭანჭახისა და რიონის სანაპიროებზე.
დღის გამავლობაში შოვში წვიმდა. ხომ არ შეფერხდა სამძებრო ღონისძიებები ამინდის გამო – თათია მაყაშვილი იმყოფება რაჭაში და პირდაპირ ეთერში გვიერთდება.