ზუგდიდში, 1700 დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით, შვიდი მრავალსართულიანი კორპუსი აშენდება. მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დასრულებულია და მშენებლობა უახლოეს დღეებში უნდა დაიწყოს. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, პროექტის ღირებულება 191 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს.