დესტაბილიზაციის რისკები

წინასაარჩევნოდ ოპონენტების მწვავე კრიტიკის სამიზნე ხდება სუს-ი. გუშინ გავრცელებული გამაფრთხილებელი განცხადების გამო ოპოზიციის ბრალდებები უწყების მისამართით კიდევ უფრო დამძიმდა. პოლიტიკური აქტორებისთვის ამჯერადაც არადამაჯერებელია დესტაბილიზაციის გეგმის შესახებ გავრცელებული მორიგი ინფორმაცია, რომლის მიხედვით ხელისუფლების შტოებს შორის დასაპირისპირებლად ფალსიფიცირებული ჩანაწერების გავრცელება იგეგმება. ვინ და რა მიზნით აპირებს აუდიო-ვიდეო მასალების გამოქვეყნებას და რა იგულისხმება თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით მომზადებულ ჩანაწერებში – ამ თემაზე დამატებითი განმარტება დღეს თავად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა გააკეთა და განცხადების უშუალო ადრესატებზეც მიუთითა.