სუს-ის მიერ გავრცელებული სკანდალური ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოში ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობა იგეგმება, მეორე დღეა პოლიტიკური შეფასებების თემაა.
ხელისუფლების ოპონენტები სუს-ის ინფორმაციას სიცრუეს უწოდებენ და აცხადებენ, რომ ამ ქმედებით „ქართული ოცნება“ ოთარ ფარცხალაძის სანქცირების თემის გადაფარვას ცდილობს. ოპოზიცია მტკიცებულებებს მოითხოვს. მმართველ გუნდში კი, ოპონენტებს დღეს წარსული შეახსენეს და თქვეს, რომ გავრცელებული ინფორმაციის ნამდვილობაში ეჭვი არ ეპარებათ.