დეპუტატი დავით ჭიჭინაძე შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოკითხვაზეა დაბარებული.
უწყების ინფორმაციით, საუბარია დეპუტატის მიერ საჯაროდ გაკეთებულ განცხადებაზე, რომელიც შესაძლოა, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის დანაშაულის ნიშნებს შეიცავდეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტმა გამოძიება 157-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით დაიწყო.
დავით ჭიჭინაძემ ჟურნალისტებს დღეს განუცხადა, რომ სოციალურ ქსელებში ვრცელდება ერთ-ერთი პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი მასალა.
დეპუტატმა ძალოვან უწყებებს სწრაფი რეაგირებისკენ და პასუხისმგებელი პირების დასჯისკენ მოუწოდა.