დეპუტატების წერილი

პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატები განცხადებას ავრცელებენ. მათი თქმით, ისინი ემიჯნებიან მმართველი პარტიის და რიგი დეპუტატების მხრიდან წარმოებულ ანტიდასავლურ კამპანიას, რომელიც ბოლო დღეებში განსაკუთრებით აშშ-ს ელჩზე არის მიმართული. ოპოზიციონერი კანონმდებლები „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებენ, დაასრულონ დეზინფორმაციის გავრცელება და ანტიდასავლური კამპანიის წარმოება.