დეპუტატები შოთა გეწაძეს უსმენენ

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება გრძელდება. დღეს დეპუტატები შოთა გეწაძეს უსმენენ. ის სააპელაციო სასამართლოს მოქმედი მოსამართლეა და მის სახელს რამდენიმე გახმაურებული გადაწყვეტილება უკავშირდება. სხდომაზე სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა კომიტეტის თავმჯდომარესა და დამოუკიდებელ დეპუტატებს შორის.