დეპუტატები საოკუპაციო ხაზის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს აფასებენ
დეპუტატები საოკუპაციო ხაზის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს აფასებენ. უმრავლესობის წევრები აცახდებენ, განგაშის საფუძველი არ არსებობს და აუცილებელია სიმშვიდის შენარჩუნება. მმართველ გუნდში თვლიან, რომ არასწორად გავრცელებული ინფორმაცია, ისედაც დაძაბულ ვითარებას, ადგილზე კიდევ უფრო ართულებს და დამატებით საფრთხეს ჰქმნის.
ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ რუსეთის საოკუპაციო რეჟიმი ჩვენს მიწაზე დგას და, შესაბამისად, მუდმივი საფრთხის ქვეშ ვართ. ოთარ კახიძის განმარტებით, გუშინ განვითარებულ პროცესებზე ხელისუფლებამ ინფორმაციული ვაკუუმი შექმნა, რამაც ინტერპრეტაციის მეტი საფრთხე გააჩინა. მომხდარზე კიდევ ერთხელ ისაუბრა სახელმწიფო მინისტრმა.